ონლაინ გადახდის სისტემა

ფეიბოტი

განახორციელეთ გადახდები Facebook Messenger-ის მეშვეობით.

ფეიბოტის შესახებ

ფეიბოტი 2017 წელს შეიქმნა

იდეა იყო, რომ მომხმარებლისთვის ახალი, მარტივი
და უსაფრთხო გადახდის საშუალება შემოგვეთავაზებინა.

საქართველოში უამრავი ადამიანი არის ფეისბუქის მომხმარებელი, ამიტომაც ბუნებრივია, რომ ზოგიერთისთვის Facebook Messenger-ით გადახდების
განხორციელება საინტერესო შეიძლება იყოს.

ჩვენი პარტნიორი კომპანია არის სს „გაერთიანებული კლირინგ ცენტრი“, რომელიც კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის მიერ არის დაფუძნებული და 10 წელიწადზე მეტია, რაც საქმიანობს ქართულ ბაზარზე.

სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება გადახდის პროცესი ფეიბოტში, დაცულად და სტაბილურად.

ჩვენი მიზანია, რომ ქართულ ბაზარზე ახალი გადახდის საშუალება გამოჩნდეს, რომელიც მომხმარებელთა გაკრვეულ სეგმენტისათვის ყველაზე მიმზიდველი აღმოჩნდება.

როგორ მუშაობს?

course-2.png

მუშაობის პროცესი მარტივი და ბუნებრივია, რადგან ყველაფერი ჩატბოტთან დიალოგის რეჟიმში ხდება.

Download.png

პირველ რიგში, თქვენ უნდა აირჩიოთ ის სერვისი, რომლის გადახდა გსურთ. ეს კატეგორიების და ქვეკატეგორიების ნავიგაციის მეშვეობით ხდება.

Playlist.png

შემდეგ, უკვე ჩატბოტი გადახდის დასრულებამდე, ყველა მომდევნო ნაბიჯს შემოგთავაზებთ. ჯერ საინდენტიფიკაციო ნომერს შეიყვანთ, შემდეგ თანხას შეიყვანთ დავალიანებაზე მოსული ინფორმაციის მეშვეობით.

lifetime.png

ამის მერე თქვენ საშუალება გაქვთ გადახვიდეთ თქვენი ბანკის გადახდის გვერდზე, ჩვენს მიერ დაგენერირებული ბმულით და განახორციელოთ ანგარიშსწორება.

notification.png

ბარათის დამახსოვრების შემთხვევაში, ჩატბოტი იმახსოვრებს მხოლოდ გარკვეულ იდენტიფიკატორს, რომელშიც თქვენი ბარათის მონაცემები ასახული არ არის.

certificate.png

ჩატბოტს სხვა მრავალი ფუნქციონალი გააჩნია, გადახდის პროცესი თქვენთვის უფრო მოხერხებული რომ გახადოს. მაგალითად, აბონენტის ნომრის დამახსოვრება, დავალიანებაზე შეტყობინება, ავტომატური და ჯგუფური გადახდა და ა.შ.

გაიგე მეტი ფეიბოტის შესახებ

წარმოგიდგენთ ვიდეო რგოლებს, რომლებშიც განამრტებულია ფეიბოტის მუშაობის პრინციპები

course-2.png

სიმარტივე

ფეიბოტის გამოყენება შესაძლებელია Facebook Messenger-ის მეშვეობით. თქვენ უკავშირდებით ფეიბოტს, ისევე, როგორც ნებისმიერ მეგობარს ჩატში და ახორციელებთ გადახდას, ისე, რომ არ გჭირდებათ დამატებითი პროგრამის ჩამოტვირთვა, ინსტალაცია და რეგისტრაცია.

lifetime.png

მოქნილობა

თქვენ იმყოფებით თქვენთვის ნაცნობ გარემოში - Facebook Messenger-ში, ხოლო ფეიბოტის გამოყენებისთვის დამატებითი ინსტრუქცია არ გჭირდებათ, რადგან ჩატბოტი ყველაფერს ბუნებრივად, დიალოგის რეჟიმში შემოგთავაზებთ. აღნიშნული ეხება როგორც სერვისის არჩევას და გადახდის პროცესს, ასევე ავტომატიზირებულ ფუნქციებს, როგორიცაა დავალიანებაზე შეტყობინებები, ნომრის დამახსოვრება, დავალიანების ავტომატური გადახდა და სხვა.

certificate.png

უსაფრთხოება

ფეიბოტი აკავშირებს მომხმარებელს და ბანკს, გადახდას ანხორციელებთ უშუალოდ ბანკის სპეციალურ გვერდზე, არც ფეიბოტს და არც Facebook-ს არ აქვს წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებთან. აქედან გამომდინარე, ფეიბოტის სერვისი არის ისეთივე უსაფრთხო, როგორც სანდო ონლაინ გადახდის პლატფორმა საქართველოში.

დაგვიკავშირდით